კორეის ლიდერმა ქვეყანაში ნახევრად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ქვეყანაში ნახევრად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. კიმ ჩენ ინმა ქვეყნის არმიას ომისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან ორმხრივი სროლა მოხდა.
როგორც სეულში აცხადებენ, ცეცხლი თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეამ გახსნა. მომხდარის შემდეგ სეულმა სასაზღვრო რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.