ტოკიო-პარიზის რეისის თვითმფრინავში მგზავრი გარდაიცვალა

ავიაკომპანია Air France-ის თვითმფრინავში, რომელიც ტოკიოდან პარიზში მიფრინავდა, მგზავრი გარდაიცვალა. ამის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში საგანგებო დაფრენა განახორციელა. „იძულებითი დაფრენა თვითმფრინავმა 02.25 საათზე განახორციელა. მის ბორტზე საფრანგეთის მოქალაქე ქალბატონი გარდაიცვალა“, – განუცხადეს „რია-ნოვოსტის“ „შერემეტიევოს“ აეროპორტში. ამ ინფორმაციის მიხედვით, მოგვიანებით თვითმფრინავმა რეისი განაგრძო, ხოლო გარდაცვლილი მგზავრის ცხედარი მოსკოვში დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები