ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს.
როგორც „კვირას“ ზაზა ჩაჩანიძის მეუღლემ ქეთევან ლომიძემ განუცხადა, იგი აღელვებულია და კომენტარისგან თავს იკავებს.
მომხდარის შესახებ არაფერი იცის ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.
„არაფერი ვიცი, დაურეკეთ თავად ზაზას“, – აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა და ტელეფონი გათიშა.
როგორც “კვირას’ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ფაქტი. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები