ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მან მინისტრებთან და პარტია “სირიზას” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
მანვე, ხაზი გაუსვა ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცლებლობას.
როგორც ციპრასმა განაცხადა, პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე იქნა მიღებული, ამოიწურა და ახლა ბერძნებს ხელახლა მოუწევთ არჩევანის გაკეთება.
“მე ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამომაქვს ყველაფერი, რაც გავაკეთე”, – განაცხადა ციპრასმა და აღნიშნა, რომ მხედველობაში აქვს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება ათენისთვის დახმარების პროგრამის შესახებ.
ვადამდელი არჩევნები სავარუდოდ, 20 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები