ლონდონში ქართული კულტურის საღამოები ჩატარდება

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 23-24 აპრილს, ლონდონის ცენტრში მდებარე წმინდა იოანეს სახელობის ანგლიკანურ ეკლესიაში ქართული კულტურის საღამოები ჩატარდება. ანგლიკანური ეკლესიების ასოციაციების თავმჯდომარის, ქართული კულტურის თაყვანისმცემლის უილიამ ტეილორის და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლილი კაჭახიძის ძალისხმევით, ლონდონში ქართული კულტურის ორი საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საფორტებიანო ტრიო „სემპრე“ მიიღებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამის „ქართული სეზონის“ ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები