ბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ აპირებს
თეთრი სახლის ადმინისტრაცია გაკვირვებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აშშ-ს ლიდერის ბარაკ ობამას შესაძლო შეხვედრის შესახებ. რუსეთის მთავარი დიპლომატის ამ განცხადების კომენტირებისას ვაშინგტონში აღნიშნეს, რომ ასეთი გეგმები მათ არ გააჩნიათ.
როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში განაცხადეს, ორი პრეზიდენტის პირადი შეხვედრის გეგმა არ არსებობს და ასეთი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს. „ამ საკითხზე ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადეს ამ უწყებაში რუსეთის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.
19 აგვისტოს ვლადიმერ პუიტინმა განაცხადა, რომ ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სტუმრობისას ბარაკ ობამასთან შესახვედრად მზად არის, თუ აშშ-გან შესაბამისი შემოთავაზება იქნება.