2015 წლის ივლისში შვეიცარიული საათების ექსპორტი მკვეთრად შემცირდა

შვეიცარიული საათების მრეწველობის ფედერაციამ დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც შვეიცარიიდან საათების ექსპორტი 9,3%-ით შემცირდა. კლებამ 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის კლება, პირველ რიგში, აზიურ ქვეყნებში შვეიცარიული საათების გაყიდვის ოდენობის შემცირებით იყო გამოწვეული. ჩინეთში ექსპორტი 40%-ით შემცირდა, სამხრეთ კორეაში – 20%-ით, ხოლო ჰონკონგში – 29%-ით. ექსპორტი განსაკუთრებით შემცირდა 200-დან 500 დოლარამდე ფასის საათებზე. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ Swatch Group AG-ის აქციების ფასი 1,8%-ით შემცირდა, ხოლო Compagnie Financiere Richemont-ის აქციები – 1,2%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები