კამჩატკაზე წყალქვეშა ნავიდან რაკეტის გამოტვირთვის დროს მავნე ნივთიერებების გაჟონვა მოხდა

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ერთ – ერთი წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტის გადმოტვირთვის დროს მავნე ნივთიერებების გაჟონვა მოხდა. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საუბარია სარაკეტო საწვავის კომპონენტებზე, რომელთა გაჟონვის შედეგად არც მომსახურე პერსონალს, არც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. „გაჟონვის დაფიქსირების შემდეგ ბაზის ტექნიკურმა პერსონალმა რაკეტის კორპუსი მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდის მიზნით წყლით დაამუშავა. ამის შემდეგ რაკეტას უტილიზაციისთვის შესაბამის საწარმოში გააგზავნიან“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
ვიულიჩინსკის დასახლებაში, სადაც ეს ინციდენტი მოხდა, 667БДР-ის ტიპის სტრატეგიული წყალქვეშა ნავების ბაზა მდებარეობს. ამ ნავებს Р-29Р-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტები გადააქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები