ეგვიპტეში ჩაძირული გემის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ
ეგვიპტის სანაპიროსთან, წითელ ზღვაში გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზე ფრანგი ტურისტები იმყოფებოდნენ. „როიტერის“ ინფორმაციითლ გემზე კატასტროფის მომენტში 26 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.
ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გემი ქალაქ მარსა ალამის სიახლოვეს რიფებს დაეჯახა. ავარიის დროს გემთან მაშინვე გააგზავნეს რამდენიმე სამაშველო ხომალდი და ნავი. ყველა ტურისტი და ეკიპაჟის წევრები წყლიდან დროულად ამოიყვანეს.
მაშველებმა 36-ვე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.