ალასკის სამხრეთ ნაწილში მეწყერმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა – ფოტოკოლაჟი
ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ალასკის სამხრეთ ნაწილში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად. ამ დროისთვის დაკარგულების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.
მეწყერის მიზეზი ძლიერი წვიმები გახდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდება. ამის გამო ალასკაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, ასევე ევაკუირებულია სამთავრობო დაწესებულებებიც.
მეტეოროლოგების შეფასებით, ალასკაზე წვიმების წლევანდელი მოცულობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეკორდული იყო.



