პოლონეთში 300 ტონა ოქროთი დატვირთული ნაცისტური გერმანიის ჯავშანმატარებელი იპოვეს

პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ნაპოვნია ჯავშანმატარებელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ სამხედროებს ეკუთვნოდათ. მატარებელში 300 ტონა ოქრო იყო.

როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, მატარებელი ომის დროს, სავარაუდოდ, კსენჟის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. როგორც ახლა ცნობილი გახდა, ის ამ სასახლიდან სამ კილომეტრში აღმოაჩინეს.

ჯავშანმატარებელი ორმა მეგობარმა – გერმანელმა და პოლონელმა აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მათ შესაბამის ორგანოებს შეატყობინეს. ოქროს გარდა, მატარაბელით იარაღიც გადაჰქონდათ.

განძის მპოვნელებმა განაცხადეს, რომ მათ კანონის მიხედვით მისი 10% ეკუთვნით, ხოლო დანარჩენს კი სახელმწიფო წაიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები