სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ ერთმანეთს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს

 

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ძალების მიერ საზღვარზე განლაგებულ დინამიკებს, რომლებიც პროპაგანდისტული ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება, ცეცხლი გაუხსნა. ამის საპასუხოდ სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორია 155-მილიმეტრიანი ქვემეხებიდან დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოკორეელმა სამხედროებმა 25 ჭურვი გამოუშვეს, სროლის შედეგად დინამიკები არ დაზიანებულა.

სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, ორივე ქვეყანამ დინამიკების მეშვეობით პროპაგანდისტული მოწოდებების გამოყენება სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, საზღვრის სიახლოვეს რამდენიმე აფეთქების შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ სამხრეთ კორეამ საზღვრის გასწვრივ დინამიკები დაამონტაჟა და პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. ამის საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეამაც საზღვარზე დინამიკებით ასეთივე შინაარსის ცნობების გავრცელება დაიწყო. შესაბამისად, ორმა კორეამ პროპაგანდისტური საომარი მოქმედებები დაიწყო, რომლის შეწყვეტის შესახებ მათ შეთანხმებას 2004 წელს მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები