ნიუ-იორკის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს ნიუ-იორკის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. USA Today-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ როჩესტერში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სროლა ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციის Boys and Girls Club-ის შენობასთან მოხდა. ამ ცნობების მიხედვით, თავდამსხმელებმა მანქანიდან დაიწყეს სროლა. ამჟამად პოლიცია დანაშაულის მოტივის და დაღუპულების ვინაობის დადგენას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები