ვაშინგტონის შტატში სამი მეხანძრე დაიღუპა
ტყეში ხანძრის ჩაქრობის დროს აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში სამი მეხანძრე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ადგილობრივ პოლიციაში მეხანძრეების დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტეს. ამ ინფორმაციის მიხედვით კიდევ სამი მეხანძრე დაშავდა.
ხანძრის გამო ტვისპას და უინტროპის დასახლებებიდან ოთხი ათასამდე სახლის მკვიდრი არის ევაკუირებული.
ხანძრის გამო, რომელიც კალიფორნიაში, აიდაჰოში, მონტანაში, ორეგონსა და ვაშინგტონში მძვინვარებს, პირველად 10 წლის განმავლობაში სამხედროები იყვნენ მობილიზებულები. საერთო ჯამში, ამ პროცესში 29 ათასი ადამიანი მონაწილეობს.