ლავროვის ინფორმაციით, პუტინი გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პუტინი გაეროს სესიაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ლავროვის თქმით, ამ საიუბილეო, 70-ე სესიაზე, მსოფლიოს ლიდერების რეკორდული რაოდენობის ჩამოსვლა იგეგმება.

„მიმდინარე წელს ჩვენ ამ ფორუმის არსებობის სამოცდაათ წელს აღვნიშნავთ. მას მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაესწრება. ამ ღონისძიებაში რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში ჩასვლის დროს ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდეს. ამისთვის მოსკოვი ვაშინგტონისგან „შესაბამის სიგნალს“ ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები