ყაზახეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა
ხაზახეთის უმსხვილეს ქალაქ ალმა-ატაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობა დღეს დახურულია. Tengrinews-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა ქალაქში მხოლოდ ერთი გადამცვლელი პუნქტი იპოვეს, მაგრამ ისიც მალევე დაიხურა.
გამოცემის ინფორმაციით, ამ სავალუტო ჯიხურთან უზარმაზარი რიგი იდგა და ადამიანები დოლარების და ევროების შეძენას ცდილობდნენ. თუმცა ეს ვალუტა არ იყო, ამიტომ მოსახლეობამ რუსული რუბლების შეძენა დაიწყო.
ყაზახეთში დღეიდან ე.წ. თავისუფალი მცურავი გადაცვლითი კურსი ამოქმედდა. ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე ტენგეს კურსი 26%-ით დაეცა და ერთ დოლარში 256 ტენგეს მიაღწია.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სავალუტო ოპერაციები კომერციულმა ბანკებმაც შეაჩერეს. ხუთშაბათს დილიდან ბანკებში დოლარის ფასი 259 ტენგეს აღწევდა, რაც ოთხშაბათის კურსს 60 ტენგეთი აღემატება.
ყაზახეთის პორემიერ-მინისტრის კარიმ მასიმოვის თქმით, მცურავი კურსის შემოღება საბიუჯეტო დეფიციტის აღმოვხვრას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, პრემიერის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციისთვის ნაციონალური ფონდის თანხების ხარჯვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან მთავრობა უფრო რთული პერიოდის დადგომას არ გამორიცხავს.