სერგეი ლავროვი ბარაკ ობამას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას არ გამორიცხავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის დროს ის ბარაკ ობამასთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ამისთვის ლავროვი „შესაბამის სიგნალს“ ელოდება. „ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვიგზავნიან სიგნალებს, რომ მათ კონტაქტების გაგრძელების სურვილი აქვთ. თუ ასეთი წინადადება იქნება, ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი მას კონსტრუქციულად განიხილავს“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს სევასტოპოლში ყოფნის დროს.
მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას გეგმავს. მანამდე პოუტინი გენასამბლეაზე სიტყვით სამჯერ გამოვიდა, ხოლო ერთხელ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვა რუსეთის პრეზიდენტის რანგში დიმიტრი მედვედევმა წარმოთქვა.
მანამდე რუსულ სააგენტო „რბკ“-ს წყარომ შეატყობინა, რომ პუტინის და ობამას შეხვედრის მზადება, მართლაც, მიმდინარეობს და ეს საკითხი სოჭში მაისში გამართულ ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე განიხილებოდა.
ამასთანავე, ამავე სააგენტოს წყარომ რუსეთში ამერიკის საელჩოს აცნობა, რომ დიპლომატიური კორპუსი ამ შეხვედრის ვარიანტს ძალზე სკეპტიკურად აფასებს და ის პუტინი-ობამას შეხვედრის „ძალზე მცირე შესაძლებლობას“ ხედავს.