თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა სამხედრო პირი დაიღუპა
რვა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
ცნობილი გახდა, რომ სამხედროების სატრანსტორტო საშუალება სიირის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. გაზეთ Hurriyet-ის ინფორმაციით, თავდასხმა „ქურთთა მუშათა პარტიის“ მიერ არის ორგანიზებული.
თურქეთში მდგომარეობა 20 ივლისის შემდეგ გამწვავდა, როდესაც ქალაქ სურუჩში მომხდარი აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და პოლიციამ ქურთი „ბოევიკების“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყეს. ბოლო ერთი თვის მანძილზე ქურთმა ექსტრემისტებმა ათობით თურქი პოლიციელი და სამხედრო მოკლეს.