სოფელ ხადორის წყალსაცავში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი იყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორის წყალსაცავში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა ცნობილია.
გარდაცვლილი 25 წლის გიორგი მშვენიერაძეა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი, უნიჭიერესი და სამაგალითო ადამიანი – გუგა მშვენიერაძე. რასაც არ ჰკიდებდა ხელს პროფესიის ჩათვლით, ყველაფერი ფანტასტიკურად გამოსდიოდა – IT, პროგრამირება, დიზაინი… ერთეულებია საქართველოში, ვინც ასე იცოდა კლასიკური მუსიკა და ოპერა, ბალეტზე აღარ ვლაპარაკობ“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი ფოტოს იღებდა, რა დროსაც წყალსაცავში ჩავარდა და დაიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები