ორი პირი, რომლებმაც სტამბოლის დოლმაბახჩეს სასახლესთან სროლა ატეხეს, დაკავებულია
ორი შეიარაღებული პირი, რომლებმაც სტამბოლში, დოლმაბახჩეს სასახლესთან სროლა ატეხეს, დაკავებულია. ეს ფაქტი გერმანიის საკონსულოს სიახლოვეს მოხდა. დაკავებულები ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულები.
თურქული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთანავე, თვითმხილველების ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოედანზე ავტომატების სროლის ხმაც ისმოდა.
დოლმაბახჩეს მოედანი სტამბოლის ევროპულ ნაწილში მდებარეობს, აქვეა განთავსებული ოსმალეთის სულთანების იმავე სახელწოდების სასახლე.