რუსეთი ირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „C-300“-ს წლის ბოლომდე მიაწვდის

წლის ბოლომდე რუსეთი ირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „C-300“-ს მიაწვდის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ამ წყაროს ცნობით, რუსეთი ირანს იმდენ კომპლექსს მიაწვდის, “რამდენიც კონტრაქტით არის განსაზღვრული“. როგორც მოსკოვის და თეირანის დიპლომატები აცხადებენ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და „ტექნიკური დეტალების“ შეთანხმება მიმდინარეობს. საკითხის საბოლოო შეთანხმება მოსკოვში ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს მოხდება.
ამასთანავე, როგორც ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰგანმა განაცხადა, თეირანმა შესაძლოა, რუსეთისგან კონტრაქტით გათვალისწინებული „С-300“-ის სამი დივიზიონის ნაცვლად ოთხი მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები