„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიელი არქეოლოგი სიკვდილით დასაჯეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა სირიის უძველეს ქალაქ პალმირაში არქეოლოგი ჰალედ ასადი მოკლეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ 82 წლის მეცნიერის ოჯახმა გაავრცელა.

მათი თქმით, „ბოევიკებმა“ არქეოლოგს თავი მოჰკვეთეს და მისი ცხედარი პალმირას ცენტრალურ მოედანზე ჩამოჰკიდეს.

ჰალედ ასადი ისლამისტებმა მძევლად პალმირას აღების შემდეგ აიყვანეს. ეს 2015 წლის მაისში მოხდა. ამის შემდეგ ტერორისტებმა ბევრი უნიკალური ძეგლი გაანადგურეს, რომლებიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები