სტამბოლში, პრემიერ-მინისტრის ოფისის სიახლოვეს აფეთქება მოხდა
სტამბოლის ცენტრში, დოლმაბახჩეს მოაედანზე აფეთქება მოხდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ასაფთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ამის შემდეგ სროლის ხმაც ისმოდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აფეთქება თურქეთის პრემიერ-მინისტრის სტამბოლის ოფისის სიახლოვეს მოხდა.