ვაშინგტონის შტატში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სასტუმრო დაინგრა
ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბრემერტონში მცირე ზომის სასტუმრო აფეთქდა. აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
აფეთქების შედეგად სასტუმროს ნაწილი დაინგრა. ინციდენტის დროს დაშავდა გაზის კომპანიის თანამშრომელი, რომელიც სიეტლის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
სასტუმროს კლიენტები და მომსახურე პერსონალი აფეთქების მომენტში შენობიდან უკვე ევაკუირებულები იყვნენ. ამასთანავე, ბრემერტონის პოლიციის შერიფის თქმით, მაშველები ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ მოყოლილ პირებს ეძებენ.
მთლიანად ეს სატუმრო 65 პირზეა გათვლილი.