რუსეთში ესტონეთის მოქალაქეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთის ქალაქ ფსკოვის სასამართლომ ესტონეთის უშიშროების პოლიციის თანამშრომელს ესტონ კოხვერს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კოხვერი ჯაშუშობაში იყო ბრალდებული.
ფსკოვის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კოხვერი სასჯელს რუსეთის ტერიტორიაზე მოიხდის. მას ასევე 100 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა დაუწესეს. სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებისგან კოხვერი გაათავისუფლეს, ვინაიდან მას ცოლი და მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.
Postimees-ის ინფორმაციით, კოხვერი ასევე ბრალდებულია კონტარბანდაში, იარაღის უკანონო შეანახვასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.
ესტონეთში აცხადებენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ესტონ კოხვერი ესტონეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს.