ამერიკელი ექსპერტი: კიევი და ვაშინგტონი უკრაინის ორად გახლეჩვის საკითხს კულუარულად განიხილავენ
პროფესორი სტივენ კოენი იძლევა გაფრთხილებას, რომ უკრაინის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ეშვება ვიეტნამის ტიპის ომის მორევში. პროფესორი ასევე ვარაუდობს, რომ ვაშინგტონი და კიევი მართლაც გეგმავენ დონბასის სეპარატისტული რეგიონების გარიყვას უკრაინიდან. პროფესორის ინფორმაციის თანახმად, ეს იდეა უკვე 3-4 თვეა მუსირებს და ძალას იკრეფს კიევსა და ვაშინგტონში, ჩურჩულის დონეზე, დახურულ კარს მიღმა, კულუარებში [ისინი ამბობენ]: ხომ არ იქნება უკეთესი უკრაინისთვის (იგულისხმება უკრაინა, როგორც ნატოს წევრი ან მისი მოკავშირე), თუ ჩვენ [ამერიკელი ნეოკონსერვატორები და უკრაინის მთავრობა] უბრალოდ ხელს ავიღებთ დონბასზე. ის ხომ რუსული რეგიონია, ეთნიკურად რუსული და ბუნებრივად დაკავშირებული რუსეთთან, ხოლო მისი ეკონომიკა ყოველთვის იყო რუსეთზე დამოკიდებული.
ამერიკელი ექსპერტის თქმით, ისინი აცნობიერებენ, რომ ვერ მოიგებენ დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის გულს და ვერც სამხედრო ძალის მეშვეობით სძლევენ მათ. პროფესორის ინფორმაციის თანახმად, ისინი ამბობენ: „უბრალოდ მოვიშოროთ თავიდან“. დღესდღეობით ზოგიერთი ამერიკელი გადაწყვეტილების მიმღები პირი და უკრაინელი ულტრანაციონალისტები განიხილავენ ორი უკრაინის არსებობის შესაძლებლობას.