გერმანიის პარლამენტმა საბერძნეთისთვის 86 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მესამე პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილებას, რომელიც 86 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ათენის დახმარებას მხარი დაუჭირა 454-მა დეპუტატმა, 113-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 16-მა თავი შეიკავა.
მედიის ყურადღების ცენტრში ანგელა მერკელის მემარჯვენე-ცენტრისტულ ბლოკში ამბოხი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ბლოკში, რომელშიც ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი და ბავარიის ქრისტიანულ-სიციალური კავშირი შედის, საბერძნეთისთვის დახმარების საკითხზე განხეთქილება მოხდა. დეპუტატთა ნაწილი შიშობს, რომ დახმარების შემდეგ საბერძნეთის ვალის ნაწილობრივ ჩამოჭრაც მოხდება, რაც ევროკავშირის გადამხდელების ჯიბეს მძიმე ტვირთად დააწვება.
კანჭისყრის წინ მერკელის ბლოკის 60-მა დეპუტატმა განაცხადა, რომ ისინი საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხს მხარს არ დაუჭერენ. შედეგად 73 დეპუტატი სესიაზე საერთოდ არ გამოცხადდა.