სომხეთისთვის რუსეთიდან მიწოდებული გაზის საფასური შემცირდება

სომხეთის მთავრობამ რუსულ ბუნებრივ აირზე ფასის შემცირების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა. ორივე მხარის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ სომხეთში მიწოდებული ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური 190-დან 165 დოლარამდე შემცირდება. Armenpress-ის ინფორმაციით, მეორე ოქმში შესაბამის ორგანოებს ევალებათ მომავალი გადახდის ფინანსური მოდელის შემუშავება. ამის შესახებ სააგენტოს სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები