ნატო ევროპაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ნატო ევროპაში საჰაერო-სადესანტო ძალების ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, წვრთნებში 11 ქვეყნის 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მანევრები 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნების სახელწოდებაა: Swift Response 15. მასში ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთიის, გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, აშშ-ს და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ექსპერტები ბოლო დროს ნატოს ქვეყნების და რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების გააქტიურებაზე საუბრობენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დაპირისპირებული მხარეები პირდაპირ კონფრონტაციაზე არ გადადიან, მაგრამ წვრთნების დროს სწორედ ასეთ პოტენციურ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად ემზადებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები