“ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ სტამბოლის აღებით იმუქრებიან

 

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც თურქეთის მოსახლეობას პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებენ და სტამბოლის აღებით იმუქრებიან.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ისლამისტები ერდოღანს სატანას უწოდებენ და მას აშშ-თვის და ქურთი მეამბოხეებისთვის თურქეთის გაყიდვაში ადანაშაულებენ.

თურქეთმა სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაბომბა. შეტევებში როგორც ავიაცია, ასევე სახმელეთო ძალებიც მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები