ინდოეთის პირველი ლედი გარდაიცვალა

ინდოეთის პრეზიდენტის მეუღლე სუვრა მუკერჯი სამშაბათს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა The Times of India იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ინდოეთის პრეზიდენტის მეუღლეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გულის დაავადება ჰქონდა. ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, სუვრა მუკერჯის გადარჩენა ვერ მოხერხდა – ის 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი ლედი ძალზე ნიჭიერი მხატვარი იყო, მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენასა და თეატრალურ წარმოდგენაში. ასევე დაწერილი აქვს ორი წიგნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები