ჩინურ კომპანიას, რომლის საწყობშიც აფეთქება მოხდა, ფეთქებადი ნივთიერებების შენახვის ლიცენზია არ ჰქონდა
ჩინურ კომპანიას, რომლის საწყობშიც რამდენიმე დღის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, ფეთქებადი ნივთიერებების შენახვის ლიცენზია არ ჰქონდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ჩინური გამოცემები ავრცელებენ. ტიანძინში მომხდარი აფეთქების შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა, 700 კი მძიმედ დაშავდა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხიც, რადგან აფეთქება ქიმიური ნივთიერებებით სავსე საწყობში მოხდა.