ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის ფსკერზე ჩავიდა
ყირიმში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის ფსკერზე ჩავიდა. სპეციალური აპარატით წყლის სიღრმეში მოგზაურობის დროს პუტინს თან ახლდნენ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების სპეციალისტები.
80 მეტრის სიღრმეზე პუტინს ჩაძირული ანტიკური გემი აჩვენეს, რომელსაც ახლა მეცნიერები იკვლევენ. ამ ჩაძირული გემის გარშემო ამფორებია მიმოფანტული, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
მეცნიერთა შეფასებით, ანტიკური გემი ყირიმში ნაპოვნი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორიული ობიექტია. ის 82 მეტრის სიღმეზეა აღმოჩენილი. ექსპერტების განმარტებით, მისი უნიკალური ტვირთი შეუფასებელია.