ერევანში 87 წლის „კანონიერი ქურდი“ გარდაიცვალა

ერევანში 87 წლის ასაკში ყველაზე ხანდაზმული სომეხი „კანონიერი ქურდი“ კარლენ ტოვმასიანი, ზედმეტსახელად „გიჟ კარლენა“, იგივე „კარლენ დურაკი“ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კარლენი რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერევნის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

დანაშულებრივ სამყაროსთან კავშირის მიუხედავად, კარლენ ტოვმასიანი „ქურდული სამყაროს“ კერპად ვერ იქცა და ის უფრო არაადეკვატური საქციელით იყო ცნობილი. ასე, მაგალითად, საუბრობენ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მან შეშლილობა გაითამაშა და პოლიციას საკუთარი განავლისგან დამზადებული „ხელყუმბარები“ ესროლა. ერთხელ კი „ქურდების“ შეხვედრაზე მსუბუქი ყოფაქცევის ორ ქალთან ერთად მივიდა.

თუმცა ადამიანები, ვინც კარლენს ახლოს იცნობდნენ, ამბობენ, რომ ის კარგი ადამიანი იყო, ახლობლებზე ზრუნავდა და ბოროტ საქმეებს არ სჩადიოდა. მისი დაკრძალვის დროს გამოჩნდება, მიაგებენ თუ არა პატივს „გიჟ კარლენას“ „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები, თუ ბოლო გზაზე მხოლოდ ნათესავები და ახლობლები გააცილებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები