რუსეთში ბავშვს „ყირიმი“ დაარქვეს

რუსეთში გაჩნდა პირველი ბავშვი, რომელსაც მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის სახელი დარქვეს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ წერს.
გაზეთის ინფორმაციის მიხედვით, ეს ფაქტი ეკატერინბურგში მოხდა – ქალაქის ლენინსკის რაიონში დაარეგისტირეს ბიჭი, სახელად „ყირიმი“ (Крым Александрович).
გაზეთი წერს, რომ ბოლო წლის განმავლობაში რუსეთში ძალზე პოპულარული იყო სახელი „ოლიმპიადა“ – ეს სახელი სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარში და ნიჟნი – ნოვგოროდში დაბადებულ 8 გოგოს დაარქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები