ინდონეზიაში მაშველებმა Trigana Air Service-ის თვითმფრინავის ყველა დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს
ინდონეზიაში მაშველებმა ყველა – 54-ივე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც Trigana Air Service-ის თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. ამ თვითმფრინავმა ინდონეზიის პაპუას პროვინციაში კატასტროფა კვირას განიცადა.
თვითმფრინავი ATR42-300 ინდონეზიის ქალაქ კაიაპურადან ოქსიბილში მიფრინავდა. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ცუდი ამინდი სახელდება.
2007 წელს ბრიუსელმა ავიაკომპანია Trigana Air-ი იმ კომპანიათა სიაში შეიყვანა, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა ეკრძალებათ. ბოლო 24 წლის განმავლობაში ამ ავიაგადამზიდის თვითმფრინავებთან დაკავშირებით 14 სერიოზული ინციდენტი დაფიქსირდა.