გაეროს გენერალური მდივანი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებულია

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს.
გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს მოუწოდებს, ვითარების დეესკალაციისკენ დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები.
გუშინ უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს მებრძოლებს შორის დონბასში დაპირისპირებას ათზე მეტი ადამიანი შეეწირა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები