იემენში „ბოევიკებმა“ არაბეთის საემიროების საელჩო დაიკავეს
იემენის დედაქალაქ სანაში შეიარაღებულმა პირებმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების საელჩო დაიკავეს. გამოცემა Gulfnews.com-ის ინფორმაციით, ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამბოხებულმა ხუსიტებმა აიღეს.
„ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ხუსიტები არც საერთაშორისო კონვენციებს, არც დიპლომატიურ ნორმებს პატივს არ სცემენ და ჯუნგლის კანონებით მოქმედებენ“, – ნათქვამია არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ემირატების საგარეო პოლიტიკური უწყება მოუწოდებს შიიტ მებრძოლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ შენობა და დაუშვან მისი თანამშრომლები სამუშაოდ. ამ უწყების განცხადებით, ეს ფაქტი არის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის უხეში დარღვევა.
იემენში შეიარაღებული დაპირისპირება უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება. ერთი მხრივ, მასში მონაწილეობენ ამბოხებული ხუსიტები და ყოფილი პრეზიდენტ სალეხისადმი ლოიალური არმიის ნაწილები, ხოლო, მეორე მხრივ, განდევნილი პრეზიდენტის – ხადის ძალები.