„დეილი შოუს“ წამყვანი ჯონ სტიუარტი გადაცემიდან წავიდა
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული პროგრამის „დეილი შოუს“ წამყვანი ჯონ სტიუარტი გადაცემიდან წავიდა. ის ამბობდა, რომ „მხოლოდ კომიკოსია“. თუმცა, როგორც მწერალს და პროდიუსერს ამერიკული ტელე-ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული პრიზი „ემი“ პროგრამის არსებობის 16 წლის მანძილზე 19-ჯერ აქვს მოპოვებული. „დეილი შოუც“ „ემის“ რეკორდსმენია. გადაცემის სასცენო გაფორმება მალე ვაშინგტონის ახალი ამბების მუზეუმში დაიდებს ბინას.