ბოლო ორი დღის განმავლობაში ესპანეთში ხარებმა ოთხი ადამიანი მოკლეს

ესპანეთში, ხარებთან გამორბენის დროს ოთხი ადამიანი, მათ შორის ქალაქ ტრასპინედოს დეპუტატი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აღსაშნავია, რომ ეს ადამიანები წმინდა მფარველის დღესასწაულისადმი გამართულ გამორბენზე დაიღუპნენ.
მთლიანად კი ივლისის დასაწყისიდან ამ ტიპის „გართობაზე“ ესპანეთში რვა ადამიანია დაღუპული. ტრაგედია დატრიალდა ქალაქ ლერინში და ვალენსიას, მურსიას, ტოლედოს, კასტელიონის და ალიკანტეს პროვინციებში.
„ენსიეროს“ (ხარების გამორბენის) დროს ტრაგედია საკმაოდ ხშირად ხდება. ხარების თავდასხმების დროს როგორც ესპანელები, ასევე უცხოელი ტურისტები სახიჩრდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები