მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში სეპარატისტების მიერ მარიუპოლის სიახლოვეს მდებარე დასახლება სარტანას საარტილერიო დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ანტიტერორისტული ოპერაციის წარმომადგენელმა იაროსლავ ჩეპურნოიმ გაავრცელა.
მისი თქმით, „ბოევიკებმა“ დასახლებას ცეცხლი თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან გაუხსნეს. ჭურვები დასახლება ტალაკოვკას სიახლოვესაც აფეთქდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თავად მარიუპოლში საარტილერიო სროლის ხმა ისმის. ქალაქის დასავლეთ ნაწილში რამდენჯერმე ელექტროენერგია და ტელემაუწყებლობა გაითიშა. ქალაქის მოსახლეობას დასახლება შიროკინოს მიმდებარე ტერიტორიიდან სროლის ხმა ესმის. თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები ქალაქების დონეცკისა და გორლოვკის დაბომვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.