ეგვიპტეში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ეგვიპტის მთავრობამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გააქტიურების საპასუხოდ გადადგა.
ახალი კანონის მიხედვით, ყველას, ვინც ტერორისტულ ორგანიზაციის მონაწილედ იქნება აღიარებული, სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ელით. ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში ბრალდებულებს 25-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.