რუსეთის პრეზიდენტი დღეს ყირიმში ჩადის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს ყირიმში ჩადის. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, პუტინი იალტაში ჩასვლას და ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ტურიზმის საკითხებზე თათბირის გამართვას გეგმავს.
დღესვე ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2015 წლის დასაწყისიდან ნახევარკუნძულს სამ მილიონ ტურისტამდე ეწვია. ყირიმის მთავრობის ვიცე-პრემიერის რუსლან ბალბეკის განცხადებით, ეს მონაცემები შარშანდელს 20 პროცენტით აღემატება.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა. მას წინ უძღოდა ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა. ყირიმის მიერთების შემდეგ აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციები დააწესა.