“პატარა ბავშვის ჟინიანობა“ – სუბარი პრეზიდენტს აკრიტიკებს

„პრეზიდენტი საკუთარ თავს ჩვენი გუნდის წევრად თავად აღარ მიიჩნევს“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი საუბრობს. „ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღაცის ჯინაზე არ უნდა იღებდეს. ვფიქრობ, ის, რასაც ბოლო პერიოდში მარგველაშვილი აკეთებს, პატარა ბავშვის ჟინიანობას უფრო ჰგავს, ვიდრე პრეზიდენტის ქცევას“, – ამბობს სოზარ სუბარი. მისივე თქმით, ინსტიტუტებისადმი პატივისცემა გამოიხატება იქ, სადაც ამ ინსტიტუტს სწორად იყენებ. „ინსტიტუტებისადმი პატივისცემა გამოიხატება იქ, სადაც ამ ინსტიტუტს სწორად იყენებ, სხვა შემთხვევაში პატივისცემაზე საუბარი ზედმეტია. თქვენ წარმოიდგინეთ, უცებ სახალხო დამცველმა რომ მოითხოვოს – ჩამრთეთ მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებებშიო, რა მოხდება? სასაცილო იქნება, ხომ? ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს ინსტიტუტი არც პრეზიდენტმა და არც სხვა პირმა“, – ამბობს სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები