ტაილანდის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი -სი“ იუწყება.
ტელეკომპანიის კორესპონდენტის ცნობით, აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძრის სიახლოვეს მოხდა. დაჭრილია ათობით ადამიანი. აფეთქების შემდეგ მოსახლეობაში პანიკა გაჩნდა.
ფრანგული მედიის ცნობით, აფეთქება ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი.