ზაქარია ქუცნაშვილი: თუ ადამიანი არ იცავს უსაფრთხო სექსის წესებს, ეს ყველგან შეიძლება მოხდეს…

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს.
როგორც ქუცნაშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფომ პროსტიტუციისთვის განკუთვნილი ორგანიზბული ადგილები უნდა გამოავლინოს და ორგანიზატორები დასაჯოს.
“მე ვფიქრობ, რომ ორგანიზებული საქმიანობის სახე, რომელიც მომგებიანი იქნება ორგანიზატორისთვის, ლეგალური არ უნდა იყოს.ზოგადად, ორგანიზებული პროსიტუციის წარმოება ძალიან მომგებიანია და ალბათ, ეს არის მიზეზი ამის გავრცელებისა. ტურისტული გარემო კი უფრო მომგებიანს ხდის ამ ბიზნესს. ამით აიხსნება კაზინოებისა და ბორდელების სიმრავლეც“, -აცხადებს ქუცნაშვილი.
კითხვაზე – “თუმცა პროსტიტუციის ლეგალიზება ხომ შეამცირებს ვენერიული დაავადებების გავრცელების რისკს?“- ქუცნაშვილი აცხადებს, რომ დაავადებების გავრცელება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ორგანიზებული პროსტიტუციით, ასევე, არა მარტო პროსტიტუციით.
“დაავადებების გავრცელება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ორგანიზებული პროსტიტუციით, ასევე, არა მარტო პროსტიტუციით. თუ ადამიანი ჯანმრთელობას არ უფრთხილდება და არ იცავს უსაფრთხო სექსის წესებს, ეს ყველგან შეიძლება მოხდეს. ეს არ შეიძლება იყოს მიზანი ამ შემთხვევაში“,-აცხადებს ქუცნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები