ეგვიპტე ტერორიზმთან ბრძოლას ამკაცრებს

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატახ სისიმ ტერორიზმთან საბრძოლველად ღონისძიებების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. ახალი ინიციატივა ისლამისტური დაჯგუფებების გააქტიურების საპასუხოდ განხორციელდა.

კანონის შესაბამისად, ტერორისტული დაჯგუფების შექმნისთვის და ხელმძღვანელობისთვის დამნაშავე პირს სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ასეთ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის 10-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებისთვის 25 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული. ამასთანავე, „ბოევიკებზე“ სასამართლოები დაჩქარებული სქემით წარიმართება.

25-დან 60 ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც ტარორისტული აქტების და კონტრტერორისტული ოპერაციის გაშუქებისას ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას არ გაითვალისწინებს და „მცდარ ჭორებს“ გაავრცელებს.

ბოლო დროს სინაის ნახევარკუნძულზე ისლამისტების თავდასხმების შედეგად ეგვიპტის ჯარის და უშიშროების ძალების ასობით თანამშრომელი დაიღუპა. ყველაზე მეტი ზარალი სპეცსამსახურებს დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები