აშშ თურქეთიდან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს გაიყვანს

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთიდან ანტისარაკეტო სისტემა „პეტრიოტს“ გაიყვანს. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ამ სისტემებს თურქეთიდან 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ გაიყვანენ.
„აშშ-მ შეგვატყობინა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს „პეტრიოტის“ მისია თურქეთში აღარ გაგრძელდება. ამ საკითხზე კონსულტაციები სხვა მოკავშირეებთანაც გაიმართა. ამჟამად ვაშინგტონი და ანკარა თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნაბიჯების გატარების საკითხს განიხილავს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ უწყების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ს გლობალური ანტისარაკეტო არქიტექტურის გადახედვის პროგრამის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები