ისრაელი ბელორუსიასთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

 

ისრაელის მთავრობამ ბელორუსიასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მისი რატიფიცირებიდან 90 დღის შემდეგ. შესაბამისად, ბელორუსიის მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ ჩასვლას 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. იგივე წესები ვრცელდება ისრაელის მოქალაქეებზე, რომლებიც ბელორუსიაში ჩადიან.

ორივე ქვეყანა იტოვებს უფლებას, საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვას ადამიანები, რომლებსაც ისინი არასასურველ პირებად თვლიან, ანდა ქვეყანაში მათი ყოფნის ვადები შეამციროს.

ისრაელსა და ბელორუსიას შორის შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ ერთი წლით არის გაფორმებული და ის ავტომატურად მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ერთ-ერთი მხარე შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები