დაღესტანში „ბოევიკების“ ერთ-ერთი მეთაურია განადგურებული

დაღესტნის უნცუკულის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ე.წ. მთის სექტორის ამირი. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.

„განადგურებულია „მთის სექტორის ამირი“, 1986 წელს დაბადებული მაგომედ აბდულაევი, სპეცოპერაცია გრძელდება“, – განუცხადეს სააგენტოს რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში.
კონტრტერორისტული ოპერაცია დაღესტანში 10 აგვისტოს დაიწყო. იმავე დღეს ოთხი „ბოევიკი“ იყო განადგურებული, მათ შორის „იმარატ კავკაზის ამირი“- მაგომედ სულეიმანოვი და „ვილაიათ დაღესტანის ამირი“ თამილ საიდოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები